Youtube, როგორც მომხმარებლის მოზიდვის საშუალება

Youtube მსოფლიოში ყველაზე მონახულებად პლატფორმათა სამეულში შედის. ინტერნეტმომხმარებლები მას ხშირად იყენებენ ინფორმაციის მისაღებად თუ განტვირთვისთვის. ხოლო იქ, სადაც პოტენციურ კლიენტთა დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, ონლაინ ბიზნესს ყოველთვის უღირს რესურსების ჩადება.

ვიდეოკონტენტი ხელს უწყობს კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებას. თუმცა, კომპანიები ნაკლებად იყენებენ Youtube-ს, როგორც მომხმარებლების მოსაზიდ არცს.

მომხმარებელს შეუძლია ვიდეოს პოვნა სამი გზით:

  • საძიებო სისტემების გამოყენებით – საძიებო სისტემების ამოცანაა, დააკმაყოფილოს მომხმარებლების ინტერესი. ამიტომ, ის ვიდეოები, რომელთა აღწერაც ყველაზე მეტად პასუხობს მომხმარებლის საძიებო მოთხოვნას, ხვდება ძიების შედეგებში. იმის გასარკვევად, თუ რას ეძებენ ყველაზე ხშირად ამ პლატფორმაზე, გამოიყენეთ Google-ის საკვანძო სიტყვების საძიებო სერვისები და იმის მიხედვით შექმენით ვიდეოკონტენტი;
  • თავად Youtube-ის საძიებო სისტემით – იმის გასაგებად, თუ რას ეძებენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად, გახსენით „იუთუბი“, საძიაბოში შეიყვანეთ პირველი სიტყვა და პასუხსაც მიიღებთ;
  • ქსელების, ბლოგების, ფორუმების და ა.შ. საშუალებით – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანი და სასარგებლოა თქვენი ვიდეო საშუალო მომხმარებლისთვის.

როგორ მოვახდინოთ თქვენი ვიდეოს ოპტიმიზაცია?

საკვანძო სიტყვების ძიებისა და Youtube-ის საძიებო სერვისებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, თქვენს ვიდეოს შეურჩევთ ისეთ სათარს, რომელიც ყველაზე მეტად მიიქცევს ყურადღებას.

თუ თქვენი ვიდეო შეიცავს ბრენდის ან პოპულარული ადამიანის სახელს, ახსენეთ ის სათაურში.

აღწერაში რამდენიმე წინადადებით მიუთითეთ, რაზეა თქვენი ვიდეო.

მნიშვნელოვანია, აღწერაში ჩალინკოთ თქვენი ვებსაიტის მისამართი ან კონკრეტული გვერდის ბმული, რათა თქვენს ვებსაიტზე მომხმარებლები მოიზიდოთ.

ტეგების განყოფილებაში ჩაწერეთ საკვანძო სიტყვები, რომლითაც ინტერნეტმომხმარებელი ადვილად აღმოაჩენს თქვენს ვიდეოს.

მნიშვნელოვანია, დატოვოთ თქვენი ვიდეო ყველასთვის ხელმისაწვდომი. თუ ვიდეო იქნება „პირადი“ ან „გაზიარებული მხოლოდ მათთვის, ვისაც ბმული აქვს“, ბევრ პოტენციურ კლიენტს დაკარგავთ.

შემდეგ, აირჩიეთ კატეგორია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენი ვიდეოს შინაარსს. პირველ რიგში, ამით თქვენ არ დაარღვევთ Youtube-ის გამოყენების პირობებს და მეორეც, ეს ხელს შეუწყობს ვიდეოს უფრო მაღალ პოზიციაზე მოხვედრას ძიების შედეგებში.

კიდევ ოთხი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ:

  • მოახდინეთ თქვენი ვიდეოს ბრენდინგი – განათავსეთ მასზე თქვენი კომპანიის ლოგო ან თქვენი ვებსაიტის მისამართი;
  • თუ ახდენთ კომპანიის პოპულარიზაციას და არა პერსონალური ბრენდისას, მაშინ ატვირთეთ ვიდეო კომპანიის არხზე;
  • დაამატეთ ვიდეო ერთი მომხმარებლის ანგარიშიდან – როდესაც ვიდეოები ემატება რამდენიმე მომხმაებლის სახელით და კომპანიის მოხსენიებით, მასზე ნაკლები წვდომა არსებობს;
  • დაიცავით თქვენი პოზიციონირების სტრატეგია – თუ თქვენი კომპანია მიმართულია ქართველ მომხმარებლებზე, მაშინ სათაურიც ქართულ ენაზე უნდა იყოს.