თუ ადგილობრივი (ლოკალური) SEO-ს მუშაობას გაეცნობით, მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ საკვანძო სიტყვების ძებნით, თქვენი გვერდების ოპტიმიზაციით და სოციალური მედიის გამოყენებით.
SEO ძირითადად, გულისხმობს ადგილობრივი საძიებო სისტემის შედეგების ოპტიმიზაციას.
ადგილობრივი (ლოკალური)SEO-ს აქვს სამი მახასიათებელი:
- სიახლოვე – საძიებო სისტემებს სხვადასხვა საშუალება აქვთ იმის გასარკვევად, თუ სად იმყოფება მაძიებელი, ძირითადად ZIP კოდების ან/და გეოკოორდინატების საფუძველზე;
- გამორჩეულობა – ეს არის ყველანაირი გზის პოვნა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ცნობადია თქვენი ბიზნესი. ამის დასადგენად, საძიებო სისტემები ათვალიერებენ ინტერნეტში არსებულ მრავალფეროვან წყაროებს, მაგალითად ბმულებს, მიმოხილვებს და ციტებს;
- შესაბამისობა – ამ შემთხვევაში, საძიებო სისტემები ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი კომპანია იმას, რასაც მომხმარებელი ეძებს. შესაბამისობა არ არის მხოლოდ Google My Business ანგარიშის შევსება.ის ასევე – ანაპირობებს თქვენს რეიტინგს ძიების შედეგებში.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით განისაზღვრება, გამოჩნდება თუ არა თქვენი ბიზნესი ადგილობრივი SERP-ების ზედა ნაწილში, კონკრეტული საძიებო სიტყვის გამოყენებისას.
რა უნდა მოიმოქმედოს მცირე ბიზნესმა?
განაახლეთ თქვენი სიახლეები – დარწმუნდით, რომ თქვენი მონაცემები სწორად არის მითითებული და გამოიყენეთ საძიებო სისტემების სხვადასხვა საშუალება, რაც პოტენციურ მყიდველებს დაეხმარება იპოვონ უახლესი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ.
განაახლეთ Google My Business, გამოიყენეთ „ჩანაწერების” (Post-ების) ფუნქცია, რომ მიუთითოთ დამატებითი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დაამატოთ სტრუქტურირებული მონაცემები.
იპოვეთ საბაზისო ნიშა
საკუთარი ნიშის განსაზღვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თუ მცირე ბიზნესისთვის. როდესაც იცით თქვენი ნიშა, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას, თუ რა ხდის თქვენს ბრენდს ან პროდუქტებს უნიკალურს.
შეიტყვეთ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რომელ სიტყვებს იყენებენ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების აღსაწერად
ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანებმა იგივე ტერმინები გამოიყენონ თქვენი ვებსაიტის მოსაძებნად. ეს ტერმინები დაგეხმარებათ, მოახდინოთ თქვენი ადგილობრივი ბიზნესის SEO ოპტიმიზაცია.
ადგილობრივი (ლოკალური) SEO და Google-ის My Business
დარწმუნდით, რომ გამოიყენოთ ზუსტად იგივე საკონტაქტო დეტალები, როგორც თქვენს ვებსაიტზე, ისე თქვენს Google My Business ჩამონათვალში.
ასევე შეიტანეთ თქვენი ვებსაიტის ბმული ბიზნესის ჩამონათვალში. ეს ერთადერთი გზაა Google-სთვის, რომ გაიგოს მათ შორის კავშირი. დაამატეთ ეს დეტალები – მაგალითად თქვენს Footer-ში – და რა თქმა უნდა, თქვენი საკონტაქტო გვერდზე.
როგორც ხედავთ, მრავალი რამის გაკეთეაა შესაძლებელი თქვენი საიტის გასაუმჯობესებლად. უბრალოდ, უნდა დაიწყოთ თქვენს ნიშაზე ფოკუსირება და ხაზი გაუსვაღ თქვენს უნიკალურობას.