მისი დახმარებით, შეგიძლიათ:
- თვალყური ადევნეთ რეკლამის ეფექტურობას – კონვერტაციები, მომხმარებლის ურთიერთქმედება საიტთან;
- გაუშვათ რეტარგენტინგი;
- მიაგნოთ თქვენი მომხმარებლების მსგავსი ქცევის აუდიტორიებს;
აუდიტორიის სეგმენტები გამოიყენეთ პიქსელების მონაცემებზე დაფუძნებული რეკლამის საჩვენებლად Facebook-სა და Instagram-ზე.
როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ Facebook Pixel?
Facebook Pixel მუშაობს Cookies-ის გამოყენებით. ის იყენებს იმ ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლის ინტერაქციის დროს გროვდება, როგორც საიტზე ყოფნისას, ასევე Facebook-სა და Instagram-ზე.
Facebook Pixel-ის მონაცემები უზრუნველყოფს, რომ შენი რეკლამა ისეთ ადამიანებამდე მივიდეს, რომლებიც თქვენს სერვისს ან პროდუქტს შეიძენენ. ეს მოგცემთ საშუალებას, რომ სოციალურ ქსელში რეკლამა ისე არ განათავსო, რომ კონკრეტულ შედეგს არ ელოდე. თუ ჯერ არ იყენებთ სოციალურ ქსელებს, თუ ბიზნესს ფლობთ, Pixel მაინც უნდა დააინსტალიროთ – Pixel წინასწარ შეაგროვებს მონაცემებს და როცა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებას დაიწყებთ, დიდი საქმე უკვე გაკეთებული გექნებათ.
- სანამ Facebook Pixel-ს შექმნით, ორი რამ დაგჭირდებათ:
- Facebook ბიზნეს გვერდის შექმნა;
- თქვენი ვებსაიტის კოდზე წვდომის შესაძლებლობა.
- ფეისბუქის პიქსელის შექმნა და გამოყენება იმაზე ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
უნდა გადახვიდეთ Facebook-ზე, სადაც თქვენი პიქსელი გენერირდება. როგორც კი მიიღებთ Pixel კოდს, მას თქვენი ვებსაიტის სათაურში ჩააინტეგრირებთ და მის გამოყენებას 4 ნაბიჯის შედეგად დაიწყებთ:
- შეამოწმეთ – ხომ გაქვთ ინსტალაციის შესაძლებლობა
- შექმენით თქვენი Facebook Pixel;
- დაამატეთ პიქსელის კოდი თქვენს ვებსაიტზე;
- დაადასტურეთ, რომ თქვენი პიქსელის კოდი მუშაობს.