რა სერვისები გამოიყენება ონლაინ გამოკითხვებისთვის?

როდესაც მომხმარებლების მოსაზრებების გარკვევა გჭირდებათ, ონლაინ გამოკითხვების ჩატარება საუკეთესო გამოსავალია. გამოკითხვის შესაქმნელად სხვადასხვა სერვისი არსებობს. ჩვენ მათ უპირატესობებს გაგაცნობთ.

Google Forms

Google Forms ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი სერვისია ონლაინ გამოკითხვების ჩასატარებლად. ის არის უფასო და მომხმარებლებს სთავაზობს კითხვებს, რამდენიმე ვარიანტით, დეტალურ პასუხებს და სხვა სასარგებლო ფორმატებს. რესპოდენტებს შეუძლიათ, პასუხების გრაფაში ატვირთონ ფოტოები და ვიდოები.

გამოკითხვების გარდა, Google Forms ტესტებსაც გვთავაზობს.

ფორმის გაგზავნა შესაძლებელია ელფოსტით და მესენჯერით, თუმცა, თქვენ მას ვერ ჩასვამთ ვებსაიტზე.

SurveyMonkey

კიდევ ერთი პოპულარული პლატფორმაა SurveyMonkey. მისი დახმარებით, შეძლებთ წვდომა მიიღოთ გამოკითხვების ყველა მონაცემზე, რომელსაც თქვენი ორგანიზაცია შეაგროვებს ადმინისტრატორისა და მონიტორინგის პანელების საშუალებით.

თანაც, პლატფორმა უსაფრთხოების განსაკუთრებულ გარანტიებს გვთავაზობს კონფიდენციალობის დაცვის კუთხით.

Survs

ასევე დიდი სანდოობით სარგებლობს პლატფორმა Survs, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რეალურ დროში მოახდინოთ მონაცემთა ანალიზი სეგმენტური მონაცემების მძლავრი ფილტრების გამოყენებით და თქვენი მონაცემების ექსპორტით Excel-ში, CSV-ში ან SPSS-ში.

თქცენ ასევე შეძლებთ, შედეგების ონლაინში გაზიარებას კოლეგებისთვის, კლიენტებისა და თქვენი აუდიტორიისთვის.

რაც შეეხება სვა პლატფორმებს, სადაც ასევე შეძლებთ უფასო გამოკითხვების ჩატარებას, ესენია:

HubSpot Free Online Form Builder

Qualaroo

SurveySparrow

Lucky Orange

ProProfs Survey Maker

Delighted

Survicate

Sogolytics

Typeform

Qualtrics

SurveyPlanet

Alchemer

SurveyLegend

Zoho Survey

Crowdsignal

FreeOnlineSurveys