ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით, როგორ შეარჩიოთ სტატისტიკის შეგროვების მეთოდი თქვენი კომპანიისთვის. მონაცემთა სწორი შერჩევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ამ ინფორმაციის სტრუქტურირება და მართვა კი მოითხოვს დროს, გამოცდილებას და წვდომას პროცესებსა თუ ტექნოლოგიებზე. რაც უფრო დიდია თქვენი კომპანია, მით უფრო რთულია ამ პროცესის ორგანიზება.
რა უნარები უნდა ჰქონდეთ ანალიტიკოსებს?
თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ნათლად აცნობიერებენ თქვენი კომპანიის მიზნებს და იციან მათი მიღწევის გზები;
მათ უნდა ესმოდეთ ანალიტიკის ძალა;
და ბოლოს, თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ როგორ გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები.
თუ ფლობთ დიდ კომპანიას, ანალიტიკოსთა გუნდს სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაცია მოუწევს. თუ კომპანია მცირეა, სტატისტიკის შეგროვების გეგმა მარტივი იქნება და შესაძლოა არ დაგჭირდეთ გარე სპეციალისტების დახმარება.
შეარჩიეთ პერსონალი, რომელიც მოამზადებს მეთოდოლოგიას და განსაზღვრეთ, რა მონაცემები გჭირდებათ.
დაიწყეთ მონაცემთა შეგროვების გეგმით, რომელიც ასახავს თქვენი კომპანიის მიზნებს.
შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ ტექნიკური ნაწილი. ამ ეტაპზე სპეციალისტებს უნდა დაუსვათ შემდეგი კითხვები:
რა ტექნოლოგიები გამოიყენება ჩვენს სერვერებზე?
როგორ გვაქვს საქმე მობილურ მომხმარებლებთან?
ვიყენებთ თუ არა ადაპტურ დიზაინს?
ჩვენს მიერ გამოყენებული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს თუ არა, თვალყური ვადევნოთ ყველაფერს, რაც გვჭირდება?
თქვენი კომპანიის საჭიროებების და მისი ტექნიკური მხარდაჭერის გაანალიზების შემდეგ, გადადით შემდეგ ეტაპზე – განხორციელების გეგმის შემუშავება შერჩეული ანალიტიკური ინსტრუმენტის გათვალისწინებით.
Google Analytics-ის შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმის განსაზღვრას, თუ რომელი სერვისის ფუნქციები და კოდის ფრაგმენტები იქნება საჭირო მონაცემების თვალყურის დევნებისთვის.
განხორციელების გეგმის მომზადების შემდეგი ეტაპი არის მისი გადაცემა ვებ ან მობილური საიტის დეველოპერებისთვის. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ყველაფერი ამით მთავრდება – ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ სტატისტიკის შეგროვების გეგმა მუდმივად მორგებული უნდა იყოს კომპანიის განვითარებასთან. დროდადრო, ან თუნდაც მუდმივად, ახალი ტექნიკის შექმნაა საჭირო.
შექმენით ანალიტიკის თქვენი სისტემა
- პირველია აქტივობის მიზნების განსაზღვრა;
- მეორე – მათი მიღწევის სტრატეგიებისა და ტაქტიკის შემუშავება;
- მესამე – შესრულების ძირითადი ინდიკატორების შერჩევა;
- მეოთხე – მონაცემთა სეგმენტირების მეთოდი;
- მეხუთე – ძირითადი შესრულების ინდიკატორების სამიზნე მნიშვნელობების განსაზღვრა.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ, მენეჯერები და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები. განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ უნდა შევიმუშავოთ სტატისტიკის შეგროვების გეგმა:
ვთქვათ, გვაქვს კომპანია, რომელიც ყიდის ტურისტულ აღჭურვილობას. ის განთავსებულია როგორც ვებგვერდზე, ისე ჩვეულებრივ მაღაზიებში. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ბლოგი, რომელშიც მომხმარებლები განიხილავენ გარე აქტივობებს. სტატისტიკის შეგროვების გეგმის შემუშავების პირველი ნაბიჯი არის კომპანიის მიზნების განსაზღვრა.
ამ დროს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა – რა არის ჩვენი მუშაობის მიზანი?
პასუხი ყოველთვის აშკარა არ არის.
ჩვენს შემთხვევაში, ის შეიძლება ასეთი იყოს – სპორტული ტურიზმის პროპაგანდა და აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი უახლესი პროდუქტების შეთავაზება.
ამ მიზნის მისაღწევად თქვენმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს სპეციალურ სტრატეგიები და ტაქტიკა:
- ერთ-ერთი სტრატეგიაა რეკრეაციული აღჭურვილობის გაყიდვა;
- შემდეგი ტაქტიკა არის საქონლის რეალიზება ინტერნეტით;
- კიდევ ერთი ტაქტიკა კი მაღაზიაში ვაჭრობა;
- თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ გაყიდვების მობილური აპლიკაცია.
ანალიტიკური შეფასების დაგეგმვის საბოლოო ეტაპი არის შექმნილი გეგმის კორექტირება:
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან მოთხოვნები და სპეციფიკა შეიძლება შეიცვალოს. თუ არ გყავთ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მონაცემთა შეგროვების გეგმაზე, თქვენ ვერ მიიღებთ საჭირო მონაცემებს. სტატისტიკის შეგროვების გეგმის შექმნის პირველ ციკლში, დროის ან რესურსების ნაკლებობის გამო, შეიძლება ვერ მიაღწიოთ სასურველ შედგეს.
ხოლო თუ მყარი გეგმა გაქვთ, შეგიძლიათ დაყოთ ის ეტაპებად და გამოყოთ ყველაზე პრიორიტეტული ამოცანები. ამისათვის უნდა შეკრიბოთ სპეციალისტები და გამოიყენოთ შესაბაისი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები.
დაგეგმვა შედგება ხუთი ეტაპისგან:
პირველი მათგანი არის სტატისტიკის შეგროვების გეგმა – მასში უნდა ჩაერთონ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები და მარკეტოლოგები. ისინი განსაზღვრავენ მიზნებს, შესრულების მაჩვენებლებს, სეგმენტებს და სამიზნე მნიშვნელობებს;
შემდეგი ნაბიჯია ტექნიკური პირობების განსაზღვრა – სწორედ აქ ერთვებიან საქმეში IT სპეციალისტები;
ამის შემდეგ, სტატისტიკის შეგროვების გეგმა ტექნიკური პირობების გათვალისწინებით უნდა გარდაიქმნას განხორციელების გეგმად;
როდესაც ის მზად იქნება, შეგიძლიათ დაიწყოთ ანალიტიკური მონაცემების შეგროვება;
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ მონაცემების განახლება.
სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე საჭიროა ანალიტიკის დაყენება და მიზნების განსაზღვრა. თუ ეს არ გაგიკეთებიათ, მაშინ თანხები ტყუილად დაგეხარჯებათ.