ამისთვის დაგჭირდებათ ელექტრონული ფოსტის მისამართი და თქვენი კომპანიის ვებგვერდი.
მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ ვებსაიტი, შეგიძლიათ კვლავ განათავსოთ რეკლამა Google-ში Smart Campaigns-ის გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია რეკლამის ახალი განმთავსებლებისთვის.
დეტალური ინსტრუქცია
Google Ads გთავაზობთ ანგარიშის შექმნის 2 რეჟიმს: ჭკვიან რეჟიმს და ექსპერტ რეჟიმს. თუ ხართ მარკეტინგის სპეციალისტი, შეგიძლიათ ექსპერტული რეჟიმი აირჩიოთ.
Შენიშვნა
ექსპერტულ რეჟიმზე გადასვლას ყოველთვის შეძლებთ, მაშინაც კი, თუ თქვენი ანგარიში სმარტ რეჟიმში შეიქმნა. თუმცა, ამ შემთხვევაში სმარტ რეჟიმში დაბრუნება შეუძლებელი იქნება.
ჭკვიანი რეჟიმი:
თუ ანგარიშს Smart Mode-ში შექმნით, ასევე მოგიწევთ თქვენი პირველი კამპანიის შექმნა.
გახსენით Google Ads და შედით თქვენს Google ანგარიშში ან შექმენით ახალი.
თუ უკვე გაქვთ Google-ის ანგარიში (ანუ იყენებთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა მაგალითად Gmail), შეიყვანეთ თქვენი ელფოსტის მისამართი, პაროლი და დააწკაპუნეთ შესვლაზე.
თუ არ გაქვთ Google ანგარიში ან გსურთ გამოიყენოთ სხვა ელფოსტის მისამართი, დააწკაპუნეთ ანგარიშის შექმნაზე გვერდის ბოლოში და მიჰყევით ეკრანზე არსებულ მითითებებს.
თქვენი პირველი კამპანიის შესაქმნელად, უნდა დააკონფიგურიროთ შემდეგი პარამეტრები:
- კამპანიის მიზანი;
- კომპანიის სახელი და ვებგვერდი;
- რეკლამის პარამეტრები (მათ შორის, სათაურები, აღწერილობები და ტელეფონის ნომერი);
- საკვანძო სიტყვების თემები;
- გეოლოკაციის პარამეტრები;
- ბიუჯეტი.
- ბოლო გვერდზე შეიყვანთ გადახდის მეთოდს.
დააწკაპუნეთ გაგზავნაზე ანგარიშის და კამპანიის შექმნის დასასრულებლად.
სანამ თქვენი რეკლამის ჩვენებას დაიწყება პოტენციური კლიენტებისთვის, მას საიტის ადმინისტრატორები გადახედავენ, რასაც დაახლოებით ერთი დღე დასჭირდება.
თუ ანგარიშს შექმნით ექსპერტის რეჟიმში, კამპანიის გაშვება თქვენს არჩევანზე იქნება.
გახსენით Google Ads და შედით თქვენს Google ანგარიშში ან შექმენით ახალი და მიყევით იგივე ინსტუქციას, რაც ჭკვიანი რეჟიმის დასაყენებლად არის მითითებული.
ანგარიშის შექმნაზე დაწკაპუნების შემდეგ, ახალი კამპანიის გვერდზე დააწკაპუნეთ ეკრანის ბოლოში Expert Mode-ზე გადასვლაზე.
შემდეგი, არიჩიეთ, კამპანიის გარეშე შექმნით ანგარიშს თუ მასთან ერთად.
თუ კამპანიას აიჩრვთ:
დააკონფიგურირეთ შემდეგი პარამეტრები:
- კამპანიის მიზანი;
- კამპანიის ტიპი;
- კამპანიის პარამეტრები და ფუნქციები შერჩეული კამპანიის ტიპზე დაყრდნობით;
- სარეკლამო ჯგუფი;
- ანონსი;
- გადახდის დეტალები გადახდის მეთოდის ჩათვლით.
დააწკაპუნეთ გაგზავნაზე ანგარიშის და კამპანიის შექმნის დასასრულებლად.
ან, დააწკაპუნეთ ანგარიშის შექმნა კამპანიის გარეშე.
დაადასტურეთ კომპანიის ინფორმაცია, მათ შორის ბილინგის მისამართი ქვეყანა, დროის ზონა და ვალუტა.
დააწკაპუნეთ გაგზავნაზე ანგარიშის შექმნის დასასრულებლად.
იმის გათვალისწინებით, რომ Google Ads განახლებადი პლატფორმაა, ზოგჯერ, დარეგისტრირებული ადამიანი ავტორიზაციას ვეღარ ახერხებს. ამ სტატიაში ასევე აგიხსნით, როგორ უნდა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში 2023 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ:
ვერ შედიხართ თქვენს ანგარიშში?
დარწმუნდით, რომ იყენებთ Firefox-ს, Internet Explorer-ს, Safari-ს ან Chrome-ს უახლეს ვერსიას.
შემდეგ კი მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- გადადით Google Ads-ის მთავარ გვერდზე.
- დააჭირეთ შესვლის ბმულს გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში.
ელფოსტის მისამართის ველში შეიყვანეთ თქვენი Google ანგარიშის ელფოსტის მისამართი, მეორადი ელფოსტის მისამართი ან Gmail მომხმარებლის სახელი.
- შეიყვანეთ პაროლი.
- დააჭირეთ შესვლას.