მობილური აპლიკაციის დაგეგმვა და შექმნა თქვენი ბიზნესის კონკრეტული საჭიროებების მიხედვით.
მობილური აპლიკაციების დამზადება
თანამედროვე და ინოვაციური მიდგომა სერვისისა თუ მომსახურების რეალიზაციაში.აპლიკაცია სრულად ერგება თქვენს ბიზნესს და მის კონკრეტულ საჭიროებებს. ვქმნით მარტივ და ფუნქციურ ციფრულ პროდუქტს.
იდეიდან სამუშაო გეგმამდე
აპლიკაციის დაგეგმვას ვიწყებთ იმ ამოცანების განხილვით, რომლებიც თქვენს მომხმარებელსა და გუნდს აქვს. ერთად ვაზუსტებთ, ვინ გამოიყენებს პროდუქტს, რომელი ფუნქციებია აუცილებელი და რა ეტაპებად შეიძლება სამუშაოს დაყოფა.
რას ვაზუსტებთ დაწყებამდე
- აპლიკაციის დანიშნულებას და მომხმარებლის ძირითად მოქმედებებს;
- საჭირო ეკრანებს, ფუნქციებსა და მათ პრიორიტეტებს;
- არსებულ ვებსაიტთან ან სხვა სისტემებთან დაკავშირების საჭიროებას;
- შემდგომი მართვისა და მხარდაჭერის პირობებს.
გაგვიზიარეთ თქვენი იდეა
მოგვწერეთ, რა ამოცანის გადაჭრა გსურთ და რა გაქვთ უკვე მომზადებული. განხილვის შემდეგ დავაზუსტებთ შესაძლო სამუშაოს მოცულობას, განხორციელების ეტაპებსა და პირობებს.
