AI აგენტების შექმნისა და გამოყენების პრაქტიკული კურსები ინდივიდუალური მონაწილეებისთვის, ბიზნესებისთვის და პედაგოგებისთვის.

AI აგენტების კურსები

შექმენი შენი AI აგენტი, გამოიყენე სამუშაოში და მართე ტელეფონიდანაც. ინდივიდუალურ და ბიზნესის კურსებზე ისწავლი აგენტის აწყობას, დავალებების მიცემას, შედეგების შემოწმებასა და ყოველდღიურ მართვას.

აგენტები პროფესიისა და ბიზნესისთვის

ინდივიდუალური მონაწილეები აგენტებს პროფესიული უნარების განვითარებისთვის გამოიყენებენ — სოციალური მედიის მენეჯმენტში, კონტენტისა და ვიდეოს შექმნაში, ბუღალტრის დამხმარე ამოცანებსა და ადმინისტრირებაში. კომპანიის წარმომადგენლები ააწყობენ აგენტს საკუთარი გუნდის განმეორებადი სამუშაოსთვის.

ტელეფონიდან მართვა: დავალების მიცემა, შედეგისა და სტატუსის მიღება, მოქმედების დამტკიცება ან უარყოფა.

ინდივიდუალური და ბიზნესის კურსები: 4 კვირა, 8 ფიზიკური შეხვედრა ბიზნეს ცენტრში დელისში, მაქსიმუმ 10 მონაწილე. თითოეულს ახლავს უფასო 90-წუთიანი ონლაინ მასტერკლასი.

ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება სასწავლო პროცესში

პედაგოგებისთვის — AI აგენტების შექმნა და სასწავლო პროცესში გამოყენება: Gmail, Word/Excel/PowerPoint, Facebook გვერდის პოსტები, კვლევითი და საპრეზენტაციო მასალები, ვიზუალიზაციები და ვიდეორესურსები. საკუთარი საგნის პრაქტიკას ავსებს ტრენერის დემონსტრაციები.

3 ონლაინ შეხვედრა, თითო 2 საათი, ერთი დღის გამოტოვებით. ინტელექტუალური საგანმანათლებლო კონკურსი Friadi აფინანსებს 250 ₾-ს: 300 ₾-ის ნაცვლად მთელი კურსის საფასურია 50 ₾. ჯგუფში მაქსიმუმ 15 მონაწილეა; ერთი რეგისტრაცია სამივე შეხვედრას მოიცავს.

ტრენერი

ბესიკი ექსეულიძე — ციფრული სააგენტო Best Web-ის დამფუძნებელი, CEO და CTO, ციფრული პროდუქტების შექმნისა და განვითარების 10-წლიანი გამოცდილებით. ხელმძღვანელობს აპლიკაციებისა და ტექნოლოგიური პროექტების განვითარებას — იდეიდან რეალურ პროდუქტამდე.

ინდივიდუალური კურსი

AI აგენტები — პროფესია და ყოველდღიური სამუშაო

ოთხ კვირაში შექმნი საკუთარ AI აგენტს, გამოიყენებ პროფესიულ ამოცანებში და მართავ ტელეფონიდან — დავალება, შედეგი, სტატუსი და მოქმედების დამტკიცება.

ხანგრძლივობა
4 კვირა
შეხვედრები
8 ფიზიკური შეხვედრა, კვირაში 2
ერთი შეხვედრა
2 სთ 30 წთ, მათ შორის 10 წთ შესვენება
ჯგუფი
მაქსიმუმ 10 მონაწილე

790 ₾ 2 × 395 ₾

ბიზნეს ცენტრი დელისში · თარიღი გამოცხადდება

AI აგენტები კომპანიის წარმომადგენლებისთვის

AI აგენტები ბიზნესისთვის — შექმნა და მართვა

შექმენი შენი კომპანიის AI აგენტი, გამოიყენე სამუშაოში და მართე ლეპტოპიდანაც და ტელეფონიდანაც.

ხანგრძლივობა
4 კვირა
შეხვედრები
8 ფიზიკური შეხვედრა, კვირაში 2
ერთი შეხვედრა
2 სთ 30 წთ, მათ შორის 10 წთ შესვენება
ჯგუფი
მაქსიმუმ 10 მონაწილე

990 ₾ 2 × 495 ₾

ბიზნეს ცენტრი დელისში · თარიღი გამოცხადდება

პედაგოგებისთვის · Friadi-ის დაფინანსებით

ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება სასწავლო პროცესში

შექმენით თქვენი AI აგენტი და გამოიყენეთ გაკვეთილის მოსამზადებლად — Gmail-იდან Word/Excel-ის ფაილებამდე, პრეზენტაციებსა და სასწავლო ვიზუალებამდე.

ფორმატი
ონლაინ, პირდაპირი შეხვედრები
ხანგრძლივობა
3 შეხვედრა × 2 საათი · ჯამში 6 საათი
ჯგუფი
მაქსიმუმ 15 მონაწილე

სრული ღირებულება 300 ₾

თქვენ იხდით 50 ₾

Friadi · აფინანსებს 250 ₾

ონლაინ · 10 ნოემბერი 2026