ამ სტატიაში გაჩვენებთ რამდენიმე მარტივ ნაბიჯს, რომლითაც შეძლებთ დაარეგისტრიროთ ბიზნესი გუგლში. უფრო გასაგებად რომ გაჩვენოთ თუ რას ნიშნავს ბიზნესის რეგისტრაცია გუგლში გიზიარებთ ფოტოს, რომლის მსგავსი გუგლში ძიებისას ძალიან ბევრი გინახავთ. შესაბამისად ქვემოთ მოცემული ნაბიჯების დამხარებით თქვენს ბიზნესსაც სწორედ მოცემული ფოტოს მსგავსად იხილავთ გუგლში.
- რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოთ მოცემულ ბმულს https://business.google.com/ რეგისტრაცია სრულიად უფასოა და არ საჭიროებს თანხის გადახდას.
დააჭირეთ ღილაკს „Manage Now “ ან გაიარეთ ავტორიზაცია „sign in’
ღილაკზე დაჭერისას გადაგამისამართებთ Gmail-ზე და მოგთხოვთ ავტორიზაციას. ეს ნიშანვს იმას, რომ ბიზნესის რეგისტრაცია შეგიძლიათ თქვენს საკუთრებაში არსებული Gmail ანგარიშით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მეილს გამოიყენებთ, პირადი იქნება ეს თუ კომპანიის, მთავარია Gmail იყოს, ეს არ ჩანს არსად, მეილი მხოლოდ ბიზნესის სამართავად გამოიყენება.
2 ავტორიზაციის შემდეგ გამოჩნდება შემდეგი სახის გვერდი, სადაც უნდა აირჩიოთ „Add your Business to Google “ , რომლის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა და ჩაწეროთ კომპანიის სახელი და აირჩიოთ შესაბამისი კატეგორია. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიის სახელი ჩაწერეთ სრულად და გასაგებად.
3 სახელისა და კატეგორიის არჩევის შემდეგ გამოჩნდება მისამართის გვერდი, სადაც ზუსტად უნდა მიუთითოთ თქვენი ობიექტის მისამართი და დასვათ პინი.
მოცემულ რუკაზე პინს შეგიძლიათ მაუსით მოკიდოთ ხელი და ზუსტად იმ ადგილას დასვათ, სადაც მდებარეობს თქვენი მაღაზია თუ ოფისი. გაითვალისწინეთ, რომ თუ არასწორად დასვამთ პინს, მომხარებელი თქვენთან მოსვლისას თუ გამოიყენებს გუგლ მეპს სხვა მისამართზე წავა და გაბრაზდება.
შემდეგი ნაბიჯი საკონტაქტო მონაცემების შევსებაა, სადაც უთითებთ კომპანიის ტელეფონის ნომერსა და ვებსაიტს
საბოლოო ნაბიჯი კი კომპანიის ვერიფიკაციაა, ქვემოთ მოცემული ფოტოს მსგავსად, უთითებთ საკონტაქტო პირის სახელსა და გვარს, რომლის სახელზეც გამოიგზავნება წერილი გუგლიდან, ფოსტის მეშვეობით 14 სამუშაო დღის განმავლობაში თქვენს მიერ რეგისტრირებულ მისამართზე.
ყურადღება მიაქციეთ მოცემულ წერილს, რადგან წერილი დაფარულია და არ იძებნება საქართველოს ფოსტის მეშვეობით. მიიღებთ მხოლოდ თქვენს მისამართზე, რომელშიც წერია ვერიფიკაციის კოდი და მისი მეშვეობით ვერიფიცირებულს ხდით თქვენს კომპანიას გუგლში. წერილის მიღებამდეც აქტიური იქნება თქვენი კომპანია ძიების შედეგად მაგრამ ვერიფიკაცია საჭიროა დამატებითი ინფორმაციის შესაყვანად და ცვლილებების განსახორციელებლად.
რეგისტრაციის შემდეგ გუგლ ბიზნეს ანგარიში შესაძლებლობას გაძლევთ დაამატოთ ფოტოები, სერვისები, ატვირთოთ ლოგო ან თუნდაც ვიდეო, რომელსაც მომხარებელი იხილავს გუგლში კომპანიის ძიების შემდეგ.
რთული ნამდვილად არ არის, რეგისტრაციის შემდეგ მარტივად მიხვდებით, რა როგორ დაამატოთ, თუ ფეისბუქზე აგიტვირთავთ ინფორმაციები აქაც მსგავსად არის. შეიძლება ითქვას უფრო მარტივადაც კი.
აბა წარმატებებს გისურვებთ, თუ რამეს ვერ გაიგებთ მოგვწერეთ ჩვენი კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.